საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა დავით IV აღმაშენებლის – „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა“; „მახვილი მესიისა“ – 950 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი გახლდათ. ფრიად მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფორუმი მოხსენებით – „დავით აღმაშენებელი – კავკასიის შემკრები (გამაერთიანებელი)“ – გახსნა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. ღონისძიება დალოცა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა. დამსწრეთა შორის იყვნენ: საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე სვიმეონი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული, აკადემიის წევრები და საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. საინტერესო მოხსენებებით მსმენელის წინაშე წარსდგნენ: აკადემიკოსი ჯაბა სამუშია („დავით აღმაშენებლის ეპოქის სამხედრო ხელოვნება“), პროფესორები: ბუბა კუდავა („დავით აღმაშენებელი – ნაკლული ბიოგრაფია“), მიხეილ ბახტაძე („რამდენიმე მოსაზრება ხელმეორედ მეფედ კურთხევასთან დაკავშირებით, XI-XII საუკუნეები“), სერგო ვარდოსანიძე („დავით აღმაშენებლის საეკლესიო პოლიტიკა“) და ისტორიის დოქტორი, ნუმიზმატი მაია პატარიძე („დავით აღმაშენებლის ნუმიზმატიკური მემკვიდრეობა“). აღსანიშნავია, რომ 2023 წელი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თაოსნობით, დიდი ქართველი პოლიტიკოსის, კავკასიის გამაერთიანებლის, წმინდა დავით IV აღმაშენებლის წლად გამოცხადდა, რაც დიდი სტიმული იქნება ქართველი საზოგადოებისთვის ამ საიუბილეო თარიღის ფართოდ აღსანიშნავად.
საქართველოს მელიორაცია განმარტავს, რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ…
“დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე…
ხელვაჩაურში იუსტიციის სახლი რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ახალი იუსტიციის სახლები ასევე გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში,…